მოცულობითი წონით ითვლება ჩინეთიდან გამოწერილი არასტანდარტული ზომის ამანათები. მოცულობითი წონა შემდეგნაირად ანგარიშდება: ✔ სმ და კგ ერთეულებისთვის - სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000♂️
თავდაპირველად რეგისტრაციას გადიხართ ჩვენს ვებ- გვერდზე https://www.giogroup.ge/register , რათა მოგენიჭოთ ვირტუალური მისამართი.შემდეგ უნდა დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ საიტზე და მისამართის მონაცემებში დააფიქსიროთ კაბინეტში მინიჭებული ვირტუალური მისამართი.
გთავაზობთ საიტების ჩამონათვალს საიდანაც შეძლებთ ნივთების გამოწერას.?
ასევე შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი საიტიდან გამოწეროთ ნივთები ჩვენი მისამართის საშუალებით.
აკრძალული ნივთების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://giogroup.ge/prohibitedItems
ოპერატორს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/giogroupgeorgia ან ნომერზე 032 202 22 28 ?
ქოლ- ცენტრის სამუშაო საათები ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 10:00- 19:00, კვირა დასვენების დღე.
იმ შემთხვევაში თუ ნივთის გატანას თავად ვერ ახერხებთ, შესაძლებელია სხვის მიერ გატანა, თუ ექნება მომხმარებლის ID ბარათი და შეძლებს ვერიფიკაციის კოდის მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ საიტზე ჩანს, რომ ნივთი მისულია “გიო ჯგუფის” თურქულ მისამართზე, თუმცა პირად კაბინეტში არ ჩანს. არის შანსი, რომ ამანათი მოსული იყოს პირადი ნომრის გარეშე ან საერთოდ არ იყოს მოსული. ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაგვიკავშირდეთ, როგორც ჩვენ, ასევე მაღაზიას, რომლიდანაც გამოწერეთ და სთხოვოთ ჩაბარების დოკუმენტით დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად მოიტანეს ჩვენთან.
ამანათის დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარაციის სრულყოფილად და სწორად შევსებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი. დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შემდეგ, 300 ლარი ან მეტი ღირებულების ამანათის მიღება განბაჟებას ექვემდებარება. განსაბაჟებლად ჩაითვლება ერთგვაროვანი პროდუქცია და, ასევე, ამანათი, რომლის წონაც 30კგ-ს აღემატება. ასევე, ერთი რეისით გამოგზავნილი ამანათები, რომლის ჯამური ან/და ერთეული ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს და შეძენილია ერთი და იგივე ონლაინ მაღაზიაში/მომწოდებელთან, ექვემდებარება განბაჟებას. საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს. ამონარიდი საგადასახადო კოდექსიდან: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 52. 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ლ) ფიზიკური პირის მიერ: ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ინფორმაციისთვის, 28–97 ჯგუფები ითვალისწინებს პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქციას, გარდა საკვებისა. დეტალები სასაქონლო ნომენკლატურის ჯგუფების შესახებ, იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=5220
პირველ რიგში, ნახეთ ამანათში არსებული შეკვეთის ფურცელი, რომელშიც აღწერილია თუ რა შეიძინეთ და რა გამოიგზავნა მაღაზიიდან. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მაღაზიას გამოგზავნისას არ აქვს გარკვეული პროდუქტი და ვერ აგზავნის მას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ მაღაზიას.
როდესაც ონლაინ მაღაზიაში ყიდულობთ რამოდენიმე პროდუქტს, ხშირად მაღაზიები ვერ ახერხებენ მათი ერთიანად გამოგზავნის ორგანიზებას და პროდუქტებს ნაწილ–ნაწილ გზავნიან. რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა პროდუქცია გაქვთ შეკვეთილი, შემოსულ ამანათებს უბრალოდ დავაფიქსირებთ თრექინგ კოდების მიხედვით.
ამანათების ოფისში დაყოვნება შესაძლებელია 60 კალენდარული დღის განმავლობაში
თბილისი/ვარკეთილი - ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 10:00-14:00
ქუთაისი - ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 10:00-14:00
ბათუმი - ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 10:00-14:00
ჩვენ ოფისები გვაქვს თბილისში,დიდუბეში, ქუთაისსა და ბათუმში
მანათების მიწოდება თბილისში ხდება 2-3 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში განსაზღვრული გრაფიკით. კურიერის მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია ტრანსპორტირების საფასური გადახდილი იყოს სრულად ყველა ამანათზე და მონიშნული იყოს კურიერის მომსახურება.
იმ შემთხვევაში, თუ ერთდჯერადად სხვა მისამართის მითითება ან რაიმე სხვა ინფორმაციის მონიშვნა გნებავთ, თქვენს პირად პროფილის ინფორმაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაფა “მისამართი კურიერისთვის”.
ყველა რეისზე პროგრამა ავტომატურად ითვლის საკურიერო მომსახურების თანხას. გადახდის შემდეგ ავტომატურად გერთვებათ საკურიერო მოთხოვნა, რომლის გაუქმებას ვეღარ ახერხებთ. თუ არ გსურთ საკურიერო მომსახურებით სარგებლობა, არ გადაიხადოთ საკურიეროს ღირებულება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამანათის გატანა გსურთ ფილიალიდან.საკურიერო მომსახურების თანხას ფარავთ საიტიდან, უნაღდო ანგარიშწორებით.
ტრანსპორტირების საფასურის გადახდა შეგიძლიათ ამანათის პირად კაბინეტში ასახვის მომენტიდან მის გატანამდე ნებისმიერ ეტაპზე. თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პირადი კაბინეტიდან უნაღდო ანგარიშსწორებით. ამისთვის თავდაპირველად უნდა შეავსოთ საიტის ბალანსი - თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ნებისმიერი ქართული Visa/Mastercard ბარათით. ბალანსის შევსების შემდეგ ამანათის გასწვრივ უნდა დააჭიროთ ღილაკს “გადახდა”, რის შემდეგაც ამანათის ტრანსპორტირების საფასური ჩაითვლება გადახდილად ?
ინვოისის ატვირთვა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ თუ მომხმარებლის ამანათი გაივლის წითელ ან ყვითელ დერეფანში ანუ მოგიწევთ განბაჟება ან უბრალოდ გადამოწმდება მებაჟეების მიერ.
არადეკლარირებული ნივთები ფასის გადამოწმების მიზნით ჩერდება საბაჟოზე, შესაბამისად დაგვიანდება მისი გაცემა.
ამანათების ტრანსპორტირებისას შიდა საკურიერო კომპანიები ამანათს ანიჭებენ თავის კოდს. იმის გამო, რომ ჩვენ ამანათებს არ ვხსნით, ხშირ შემთხვევაში წვდომა არ გვაქვს მაღაზიის თრექინგებზე, შესაბამისად ვუთითებთ კარგოს შტრიხ კოდს, ამიტომ არ ემთხვევა ერთმანეთს. საკურიერო კოდის მოძიება შესაძლებელია შეკვეთის გვერდზე ჩაბარების დოკუმენტში დასახელებით "Gönderi Numarası" ან "Kargo Takip Numarası". ასევე ნივთის იდენტიფიცირება შეგიძლიათ სცადოთ წონის, მისვლის თარიღის ან სხვა მონაცემების მიხედვით.
დეკლარაციის შესავსებად უნდა შეხვიდეთ თქვენს კაბინეტში -"ამანათები საწყობში" (თუ სხვა სტატუსი აქვს შესაბამის გვერდზე) და ამანათის გასწვრივ მარჯვენა მხარეს დააჭირეთ ღილაკს "დეკლარირება". შემდეგ შეავსეთ ის ინფორმაცია, რომელსაც მოგთხოვთ ნივთის შესახებ და დააჭირეთ განახლებას ✅
თქვენი ამანათის შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ “გიო ჯგუფის” საიტზე, პირად კაბინეტში სადაც შეგიძლიათ ნახოთ რა სტატუსი აქვს თქვენს ამანათს.
თურქეთის საწყობში მისული ამანათის ასახვა პირად კაბინეტში ხდება მისვლიდან 48 საათის განმავლობაში.
მას შემდეგ რაც აარჩევთ სასურველ ნივთს, ჩააგდეთ ის კალათში, შემდეგ აირჩიეთ სასურველი საბანკო ანგარიში საიდანაც გსურთ გადახდის განხორციელება, მიუთითეთ შესაბამისი ინფორმაცია ბარათის შესახებ და გადაიხადეთ. ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ შეკვეთა ავტომატურად გააქტიურებულია.
თურქეთიდან რეისი გამოდის ყოველ ოთხშაბათს, და შაბათს.ამანათები გადის საბაჟო
პროცედურებს და საწყობდება.ამ პროცედურებს საშუალოდ 6-8 დღე სჭირდება.
ჩინეთიდან რეისი გამოდის ყოველ ხუთშაბათსა და კვირას. საბაჟო პროცედურებსა და
დასაწყობებას დაახლოებით 8-12 დღე სჭირდება.ამანათის ასაღებად მისვლა შეგიძლიათ,
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებთ სმს შეტყობინებას ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
“გიო ჯგუფში” ტრანსპორტირების საფასური ანგარიშდება რეალური წონით. თურქეთიდან 1კგ-ის ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 3$-ს. ჩინეთიდან საჰაერო ტრანსპორტირების საფასური არის 10,5 $. ანგარიშწორება ხდება გრამი გრამში.♂️.♂️
თურქული საიტებიდან გამოწერისას უნდა გამოიყენოთ “გიო ჯგუფის” თურქეთის ოფისის მისამართი, რომელსაც მიბმული აქვს თქვენი პირადი ნომერი. მისამართის ინფორმაცია იხილეთ თქვენს პირად კაბინეტში, დააჭირეთ კოპირების ღილაკს და ჩასვით თურქული მაღაზიის გვერდზე “ჩემი მისამართის ინფორმაციაში” (თურქულად Adres Bilgilerim).
Trendyol-ზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3jr7awZ. გამოიყენეთ თქვენი პირადი მონაცემები.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი კომპანიით, პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე https://www.giogroup.ge/register. რეგისტრაციის შემდეგ საიტი მოგანიჭებთ ინდივიდუალურ მისამართს, რომელიც უნდა გადააკოპიროთ თურქულ საიტზე "ჩემი მისამართის ინფორმაციაში". ამის შემდეგ გამოწერილი ნივთების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი საიტის საშუალებით ?♂️