აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:
ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები და აქსესუარები
პნევმატური იარაღი 0.177 (4.5მმ) კალიბრამდე დატუმბული აირის CO ბალონით და მათი აქსესუარები;
CO ბალონები პნევმატური იარაღისთვის
აირსოფტის თოფები - ელექტრო პნევმატური, ნებისმიერი კალიბრის, ასევე მათი აქსესუარები;
ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები.
ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. "ბიო", მაგ.: Zero Gravity და სხვა...;
არბალეტი, ისრები, მშვილდი;
"სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპის, ნებისმიერი ნივთიერება;
ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.);
პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.;
ტოქსიკური ნივთიერებები;
ცეცხლსასროლი იარაღები, ოპტიკური სამიზნე;
თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი;
ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია;
ლითიუმის ელემენტები და ბატარიები;
ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.;
რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის;
პლატინის, ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების ნაკეთობები (კომერციული დანიშნულებით);
წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები;
ნებისმიერი სახის ელექტრო შოკერი.