"გიო ჯგუფი" ახორციელებს თურქეთიდან,საბერძნეთიდან და ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო გზით. ვუზრუნველყოფთ კომერციული ტვირთის და ელ ამანათების ტრანსპორტირებას. ნებისმიერი გადაზიდვა ხორციელდება მაქსიმალური ყურადღებითა და მონიტორინგით, ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ტვირთების დროული და დაცული გადაზიდვის გარანტიაა.
"გიო ჯგუფის" საშუალებით შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები თურქეთის,საბერძნეთისს და ჩინეთის ონლაინ მაღაზიებიდან. ასევე შესაძლებელია ამანათის გაგზავნა თურქეთიდან საქართველოში ფიზიკური პირების მიერ.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს.
თურქეთი: 1.5$ - დან
ჩინეთი: 6.8$ - დან
საბერძნეთი: 4€ - დან
ამერიკა: 8.99$ - დან
ვარკეთილის ფილიალი: მისამართი - ვიქტორ კუპრაძის 72. - სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 შაბათი: 10:00-14:00/ კვირა- დასვენების დღეა.
გლდანის ფილიალი: მისამართი - ანგია ბოჭორიშვილის 33ა. - სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 შაბათი: 10:00-14:00/ კვირა- დასვენების დღეა.
ქუთაისი: მისამართი - კონსტანტინე გამსახურდიას N2. - სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 შაბათი 10:00-14:00
კვირა- დასვენების დღეა.
ბათუმი: მისამართი - ზუბალაშვილის -20 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 კვირა დასვენების დღეა.
„საკურიერო მომსახურების დაანგარიშება ხდება წონის მიხედვით და მინიმალური ღირებულება 7 ლარია. ამანათები თბილისის მასშტაბით 2-3 სამუშაო დღეში მიეწოდება, რეგიონში განსაზღვრული გრაფიკით.“
დანარჩენ რეგიონებში ამანათები იგზავნება მხოლოდ კურიერების საშუალებით. საკურიეროს საფასური შეადგენს 7-8-9ლარს (რეგიონის მიხედვით).
ამანათის გასატანად აუცილებელია პირადი ნომრის წარდგენა და ვერიფიკაციის კოდის მითითება.
გარკვეულ ამანათებს სჭირდება სპეციალური შეფუთვა, რომლის დაცვაც აუცილებელია ნივთის ტრანსპორტირებისთვის. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს საწყობში ამანათები არ იხსნება თქვენივე ტვირთის უსაფრთხოების მიზნით. ამანათის შიგთავსზე, ნებისმიერი სახის წუნზე (არასწორი რაოდენობა, დაზიანებული შიგთავსი, ხარვეზიანი პროდუქტი და ა.შ.) სრულად პასუხისმგებელია მომწოდებელი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს დეტალი ნივთის გამოწერამდე დაზუსტებული იყოს მომწოდებელთან/ქარხანასთან.
გიო ჯგუფი ასევე გთავაზობთ კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით. ფასის კალკულაცია ხდება ტვირთის ოდენობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეული კლიენტისთვის შევქმნათ პერსონალური და ხელსაყრელი შეთავაზება.
დარწმუნებული იყავით, რომ კონსულტაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ ყველაზე დაბალ ტარიფს ბაზარზე, რაც თქვენი ბიზნესისთვის ეკონომიურად და სანდოდ ტრანსპორტირების გარანტიას უზრუნველყოფს